გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 810 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 314 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.

2026 წლის 8 თვეში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 265 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 204, კახეთში – 191, იმერეთში – 152, სამცხე-ჯავახეთში – 81, ქვემო ქართლში – 55, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 49, გურიაში – 45, შიდა ქართლში – 40, მცხეთა-მთიანეთში კი – 35.

წყარო