დღეს, 7 სექტემბერს, პარტია „ევროპული საქართველოს“ პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი ამომრჩევლებს შეხვდა.
მან შეხვედრა დაბა ხარაგაულსა და სოფელ მარელისში გამართა.
სერგო რატიანმა ხარაგაულის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.
მისი აზრით, ხარაგაული არის ადგილი, სადაც კარგად ჩანს ხელისუფლების უმოქმედობა. სოფლების უმეტესობაში გზა და წლის სისტემები მოუწესრიგებელია, სოფლების 90%-ში ბუნებრივი აირი არ არის. შორი სოფლები რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია, რადგან ტრანსპორტი არ მოძრაობს. ამასთან ერთად სოფელში, სადაც ადამიანს გაზი არა აქვს, ხე-ტყის მოხმარებას უშლიან. ტყის რესურსით საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კაცი სარგებლობს, მოსახლეობას კი მასზე ხელი არ მიუწვდება.
სერგო რატიანის მთავარი საარჩევნო დაპირება ადამიანებისათვის მეტი თავისუფლების მინიჭებაა, – რაც უფრო მეტ თავისუფლებას მისცემ ადამიანს, მით უფრო მდიდარი იქნება და მეტ შესაძლებლობებს მოიპოვებს. კანდიდატის თქმით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში ოთხი წლის შემდეგ საქართველოს არც ერთ რეგიონს აღარ ექნება გზის, წყლისა და ბუნებრივი აირის პრობლემა.
სოფლის მოსახლეობას საკუთრებაში გადაეცემა ამ სოფლის მიმდებარედ არსებული ტყე, მიწები და საძოვრები. მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, ამ რესურსს როგორ გამოიყენებს. კანდიდატი მიიჩნევს, რომ მიწების დიდი რაოდენობა სახელმწიფო საკუთრებაშია, რომლებსაც ეკონომიკაში ვერავითარი წვლილი ვერ შეაქვს. მიწების მოსახლეობისთვის გადაცემა კი ეკონომიკას გააძლიერებს.
აუცილებელია დეცენტრალიზაცია. სოფელს რეგიონში არსებული დიდი ქალაქების განვითარება გააძლიერებს. ამ ქალაქებში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, ამოქმედდეს ეკონომიკა და ადამიანი აღარ წავა სამსახურის საძებნელად თბილისში, არ იცხოვრებს ნაქირავებ ბინაში. მიხედავს საკუთარ ეზოსა და მამაპაპისეულ სახლს.
სერგო რატიანი ამბობს, რომ „პანდემიის გამო ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდება და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. ამჟამინდელ ხელისუფლებას მსოფლიოში „მატყუარებს“ უწოდებენ და თუ ოქტომბერში ამომრჩეველი იგივე ხელისუფლებას აირჩევს, დახმარებას აღარ გაუწევენ; ხოლო თუ ხელისუფლება შეიცვლება, არის მეტი შანსი, რომ ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობამ დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს.
ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არჩევნების შემდეგ ერთი კაცს მეორე ადამიანი ცვლის; ერთი პარტია იცვლება მეორეთი. ხელისუფლებაში აუცილებელია მოვიდეს კოალიციური მთავრობა, რომლის წევრებიც ერთმანეთს გააკონტროლებენ და ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებენ“, – აღნიშნა სერგო რატიანმა შეხვედრებზე.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.