

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.
„ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები 2026 წლის აპრილიდან თითქმის ორო თვე სახელმწიფო კანცელარიასთან ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფას ითხოვდნენ.
2026 წლის ივლისის ბოლოს ჯანდაცვის სამინიტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ გააფორმა ხელშეკრულება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. […]
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა
დღეს, 2026 წლის 15 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის
დღეს, 15 სექტემბერს, ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.