ხარაგაულში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჭიათურა-ხარაგაული-საჩხერის ოლქში პაატა კვიჭინაძემ დაბა ხარაგაულის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხარაგაულში მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პაატა კვიჟინაძემ შეკრებილ მოსახლეობას საკუთარი ბიოგრაფია გააცნო.
მისი შეფასებით, ამჟამად „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოში კონკურენტი არ ჰყავს.
„ოპოზიციური გაერთიანება ერთ გუნდად ვერ ჩამოყალიბდა, პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ, ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. გამეხარდება, თუ ოთხი წლის შემდეგ გამოჩნდება ძალა, რომელიც რეალურ კონკურენციაში შევა „ქართულ ოცნებასთან“. ყალბ დაპირებებს ვერ გავცემ. ჩემი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი თანხები მოვმართო მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად“, – აღნიშნა შეხვედრაზე პაატა კვიჟინაძემ.
სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატმა ხარაგაულში კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება ხარაგაულში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.
„ერთი წელი ხანმოკლე პერიოდია, მაგრამ ამ დროში მოვახერხებ ხარაგაულში არსებული სუსტი წერტილების გაძლიერებას. ინფრასტრუქტურული პროექტების შეუსრულებლობა მერიის ზოგიერთი სამსახურის გაუმართავი მუშაობის შედეგია. თუ ეს ამ სამსახურებში დასაქმებული ადამიანების არაკვალიფიციურობითაა გამოწვეული, რა თქმა უნდა, ვიღაცებს სამსახურის დატოვება მოუწევთ.
პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ასევე იმ არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს, რომლებმაც სამთვიანი პროექტის შესრულება სამი წელი მოანდომეს. ასეთ ადამიანებს აუცილებლად მოვუვლით.
უკვე დაწყებულია მუშაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რომ დაბა ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად წინასაპროექტო სამუშაოები დაიწყოს. ერთ-ორ წელიწადში ხარაგაულში კანალიზაციის სისტემა შეიცვლება“, – აღნიშნა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა.
წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე გაიმართა ბაზალეთში, ლახუნდარაში, წყალაფორეთში, ხიდარში, ახალსოფელში, ფარცხნალში, ისლარსა და ლაშეში.
31 ოქტომბერს ხარაგაულში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.