

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემოტანილია, მათ შორის 1 სატვირთო მანქანის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე წყაროს მოსაძიებლად კონტაქტების ეპიდკვლევა გრძელდება.
ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 241 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ზე მეტია და სიკვდილობის მაჩვენებელი უცვლელია“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.
ქვეყანაში, დაავადების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე სულ 1182 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 962 უკვე გამოჯანმრთელდა.
გარდაიცვალა 17 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 7066 პაციენტი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 294 ადამიანია გადაყვანილი.
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში