ამ დრომდე უცნობია, როდის აღდგება ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონისსაგარეუბნო მატარებლით მგზავრთა გადაყვანა.
„საქართველოს რკინიგზაში“ ვერ აკონკრეტებენ თარიღს, თუ როდის დააკმაყოფილებს ე.წ. „მასტერაო“ ჯანდაცვის სამინისტროსგან დაწესებულ მოთხოვნებს.
– ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ მატარებელში ჰიგიენური ნორმების დაცვა შევძლოთ, – გვიპასუხეს „საქართველოს რკინიგზადან“.
„მასტერაო“ ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ყველაზე ხელსაყრელი ტრანსპორტია.
ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას „მასტერაოს“ ნაცვლად ხაშურის, ზესტაფონისა და ხარაგაულის მიმართულებით მიკროავტობუსებით გადაადგილება შესთავაზა. მერიამ მიკროავტობუსებისთვის „სოკარისგან“ 1 100 ლიტრი დიზელის საწვავი შეიძინა.
მიკროავტობუსის მძღოლები და მოქალაქეები ამბობენ, რომ გზები მძიმე მდგომარეობაშია და მაგალითად, ვახანიდან ხარაგაულამდე მგზავრობას საათი და ოცი წუთი სჭირდება.
ზვარეს, მოლითისა და ვახანის მოსახლეობას ხაშურამდე და უკან მგზავრობაში ათი ლარის გადახდა დასჭირდება და ეს ძალიან უჭირთ.
„იზოლირებული ვიყავით და მიკროავტობუსის დანიშვნა გაგვეხარდა, – ამბობს ვახანში მცხოვრები რუსუდან ქურდაძე, – მაგრამ, თქმა რად უნდა, „მასტერაო“ გვერჩია. ჩემი აზრით, იმ მატარებელში უფრო შესაძლებელი იქნება დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა, ვიდრე მცირე ზომის მიკროავტობუსში“.
ზვარეში მცხოვრები ზურაბ ტალახაძე ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხაშურამდე მგზავრობისთვის ათი ლარის გადახდას ვერ შეძლებს.
„ხაშურის მოვლა ერთ ლარად შეგვეძლო. ახლა კი ათი ლარის გადახდა მოგვიწევს. ეს ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს“, – ამბობს ზურაბ ტალახაძე.
„წიფადან ხაშურისკენ მიმავალ გზაზე დიდი გუბეებია. ძალიან მიჭირს გადაადგილება. მანქანა ზიანდება და მგზავრებიც შეწუხებულები არიან“, – ამბობს წიფა-ხაშურის მიკროავტობუსის მძღოლი ზაზა ბანცაძე.
გთავაზოთ ჩხერიმელას ხეობის სოფლებიდან ხარაგაულის, ზესტაფონისა და ხაშურის მიმართულებით მიკროვტობუსების მოძრაობის განრიგსა და ფასებს.
ამავე თემაზე
ხარაგაულის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი, შესაძლოა, ჩაიშალოს
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის აღდგენა უნდა დაჩქარდეს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი