საგარეუბნო მატარებლით მგზავრების გადაყვანის შეზღუდვამ პრობლემები არა მარტო ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობას შეუქმნა.
„მასტერაოთი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლის 39 მასწავლებელი მგზავრობდა.
თუ „მასტერაომ“ მგზავრების გადაყვანა სასწავლო წლის დაწყებისთვის ვერ შეძლო, პრობლემები ხარაგაულის საბავშვო ბაღებშიც შეიქმნება.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ჩხერიმელას ხეობაში არსებულ სამ საბავშვო ბაღში დასაქმებული თანამშრომლები სამსახურში ვეღარ ივლიან.
ათზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული ჩხერიმელას ხეობის სოფლებიდან ხარაგაულის მუნიციპალურ ააიპ-ებსა და კერძო კომპანიებში.
საგარეუბნო მატარებელმა „მასტერაომ“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა დააკმაყოფილოს და ფუნქციონირება უნდა განაახლოს.
პრობლემის მოგვარების დასაჩქარებლად რას აკეთებს ხელისუფლება – ამის გასარკვევად ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
კობა ლურსმანაშვილმა გვიპასუხა, რომ „ამ პრობლემის შესახებ კონსულტაციებს ვაწარმოებთ მე, ბატონი პაატა კვიჟინაძე და ქალბატონი მანანა ბარბაქაძე. დაიგეგმა რკინიგზის ხელმძღვანელობის, ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი შეხვედრა. შეხვედრის თარიღს დამატებით შეგატყობინებთ. მაქვს იმედი, მოიძებნება გამოსავალი.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი