

ინფორმაციას საგარეუბნო მატარებლის 24 აგვისტოდან მიმოსვლის აღდგენაზე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, „მასტერაო“ ძველი განრიგით იმოძრავებს.
„აქვე მოგახსენებთ, რომ პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან. ბავშვის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლის წარდგენა იქნება საჭირო.
გარდა ამისა, ყველა ბაქანზე მოხდება სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა და 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი მატარებელში არ დაიშვება“, -წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად „საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. გვიპასუხეს, რომ ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის აღსადგენად, ოფიციალურ ბრძანებაზე ხელმოწერს ელოდებიან.
საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მეხუთე თვეა, შეჩერებულია.
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს:
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო