

ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის მოძრაობის აღდგენის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, – ეს ინფორმაცია ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
-ამჟამად ზუსტდება ტექნიკური დეტალები, – წერს კობა ლურსმანაშვილი, – პანდემიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმების დაცვის მხრივ ღონისძიებების გატარებას ხაშურის, ზესტაფონის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
მისივე ინფორმაციით, ამ საგარეუბნო მატარებლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებებს პარლამენტარები პაატა კვიჟინაძე და კობა ლურსმანაშვილი აწარმოებენ.
„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ხუთშაბათს, 13 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მიიღებენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა, მეხუთე თვეა, შეზღუდულია.
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს:
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო