

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.
აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მიხეილ ბენიძე ელენე ნიჟარაძემ ჩაანაცვლა. მიხეილ ბენიძე „სამართლიან არჩევნებს“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა და მას ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული ვადა ამოეწურა.
ორგანიზაციის ახლადარჩეულ დირექტორს, ელენე ნიჟარაძეს „სამართლიან არჩევნებში“ მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს, 2017 წლიდან დღემდე აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო და საკანონმდებლო რეფორმებისა და პოლიტიკის კვლევის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
ელენე ნიჟარაძე კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი), ასევე, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს ეუთოს და ენემოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის გამოცდილება.
ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. მიხეილ ბენიძე „სამართლიან არჩევნებში“ კონსულტანტის პოზიციაზე რჩება და ორგანიზაციას, ძირითადად, სოციალური მედიის მონიტორინგის მიმართულებით დაეხმარება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,