

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ დირექტორის მოვალეობას ამავე ორგანიზაციის წყალანირების ჯგუფის ხელმძღვანელი ზალიკო ლურსმანაშვილი ასრულებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემ ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ დირექტორი თემურ ფურცელაძე თანამდებობიდან 23 ივნისს გაათავისუფლა.
ფურცელაძის გათავისუფლების საბაბი ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილისგან სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები გახდა, სადაც ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ააიპ-ის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დანიშნავს ხარაგაულის მერი „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ გაერთიანების დირექტორად. მუნიციპალიტეტის მერმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ნინო კაპანაძე
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში