

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში დღეს თეატრის ადმინისტრაციის წევრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს.
ვინაიდან, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრები მუშაობას 6 ივლისიდან განაახლებენ, ახალი კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მოცემულ ეტაპზე ჭიათურის თეატრმა სპექტაკლების ღია სივრცეში წარმოადგინოს.
ამ მიზნით იგეგმება თეატრის შიდა ეზოს მოწყობა, სცენის განათებისა და გახმოვანების მონტაჟი. თეატრის გარეთ არსებული ყველა ლოკაცია მაქსიმალურად იქნება ათვისებული.
თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლის „ვინი პუჰი“ რეპეტიციები ივნისის ბოლოდან დაიწყება. რეპეტიციები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და 6 ივლისიდან აქტიური სარეპეტიციო ეტაპი განახლდება. სპექტაკლის პრემიერა 15 ივლისს შედგება.
აკაკი წერეთლის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით 15 ივლისიდან დაიწყება აკაკის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ პიესაზე მუშაობა. რეპეტიციები და პრემიერა აკაკის სახლ-მუზეუმის ეზოში, სხვიტორში იგეგმება.
პარალელურად, აღდგება სპექტაკლი „გეტო“, რომელსაც მაყურებელს ჭიათურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოფილი სასახლის ტერიტორიაზე აჩვენებენ.
რეპერტუარში შესატანი ცვლილებებისა და სპექტაკლების ჩვენებისათვის განსაზღვრული ლოკაციების შესახებ ინფორმაციას ჭიათურის თეატრი ერთგულ მაყურებელს ეტაპობრივად მიაწოდებს.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს