

ხვალ, 23 ივნისს, მსოფლიო გარბენის დღეა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეს დღე სიმბოლურად აღინიშნება.
ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის სპორტსკოლის ათამდე მოსწავლე ან გარბენში მონაწილეობის მსურველი, ორმეტრიანი დისტანციის დაცვით, ფეხბურთის სტადიონზე შეიკრიბება და გარბენს მოაწყობს.
ეს სპორტული აქტივობა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
– სპორტის სხვადასხვა სახეობებში წვრთნები ან შეჯიბრებები, ჯერჯერობით, ვერ აღდგება, – ამბობს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი, – ჩვენ მოსწავლეებს ვწვრთნით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები პანდემიის დროს წვრთნისა და ვარჯიშის შესახებ, არ გვეხება.
ვერც იმას გეტყვით, როდის განახლდება ფეხბურთში რეგიონული ლიგის თამაშები.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,