ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის სახელით გაგაცნობთ სიტუაციას, რაც შექმნილია ჩვენს მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.
თავდაპირველად კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ჩვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები:
დღეის მონაცემებით ხარაგაულში თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. მათგან 9 უცხოეთიდან შემოვიდა და სამი პირი ქ. მარნეულიდან ჩამოვიდა.
მარნეულელი 14 მოქალაქე, რომლებიც მოლითი-ფონა- ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებელ კომპანია „აკორდში“ მუშაობენ, ქალაქ ხაშურში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დავუკავშირდით და ამ მოქალაქეების თვითიზოლაციის კონტროლს ისინი განახორციელებენ.
მარნეულელი მოქალაქეები, სულ 26 ადამიანი, ასევე მუშაობს ავტობანის მშენებელ ჩინურ კომპანიაში, ხევი-უბისას მონაკვეთზე. ისინი დარჩნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამშენებლო კომპანიის ტერიტორიაზე არსებულ საიზოლაციო ოთახებში და იქნებიან თვითიზოლაციაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ყველა იმ ადამიანს, ვისაც თვითიზოლაცია ეკუთვნის, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, – თუ არ წესებს დაიცავენ, იძულებით კარანტინში გადაყვანა მოუწევთ.
კარანტინში ხარაგაულიდან 3 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან ორს საკარანტონო ვადა უკვე გაუვიდა. მათ შორისაა სოფელ ხუნევში მცხოვრები, იტალიიდან ჩამოსული ქალი. ამჟამად კარანტინში მხოლოდ ერთი ხარაგაულელი რჩება.
რაც შეეხება პირბადეებს, ჩვენ სამსახურს ისინი საჩუქრად ავტობანის მშენებელმა ჩინურმა კომპანიამ გადმოსცა. მადლობა მათ ამისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მათგან დახმარება ძალიან დროული და საჭირო იყო.
საქართველოში დამზადებულ პირბადეებსაც ველოდებით. ასევე შემოვა სწრაფი ტესტები. ტესტირებისთვის ჩვენი თანამშრომელი გადამზადდება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით. როგორც კი გვექნება ახალი ინფორმაციები ამ საკითხებზე, ჩვენს მოქალაქეებს დაუყოვნებლივ მივაწვდით.
თუ ადამიანს აქვს სურდო, ტკივა ყელი, აქვს ტემპერატურა, ახველებს, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და დაწვრილებით უამბოს, თუ ჰქონდა მოგზაურობის ისტორია ან – კონტაქტი უცხოეთიდან ჩამოსულ პიროვნებასთან.
გაზაფხულზე ხშირია სურდო, გრიპი და ეს ჩივილები თავისუფლად შეიძლება იყოს ჩვეულებრივი გაციების ნიშნები. თუმცა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუმალოთ ექიმს, თუ ვიმყოფებოდით უცხოეთში ან – მარნეულსა და ბოლნისში.
მინდა მადლობა ვუთხრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პოლიციელებს, რომლებიც თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების გაკონტროლებაში გვეხმარებიან.
შმაგი ხიჯაკაძე
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი