ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, 2019 წლის მუშაობის ანგარიში საკრებულოს 21 იანვარს წარუდგინა.
იმ მომენტისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიც დამტკიცებული იყო. ამ დოკუმენტების გასაცნობად საკრებულომ ერთთვიანი ვადა განსაზღვრა და მერის საქმიანობის შეფასება 2 მარტის გეგმიური სხდომისთვის დაგეგმა.
თუმცა, 2 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის შეფასება გადადო.
საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან – მიხეილ ჭიპაშვილი, თორნიკე ავალიშვილი და ინგა მაღრაძე – მერის საქმიანობის შეფასების გადავადების საჭიროებას ვერ ხედავენ.
საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მერის საქმიანობის უარყოფითად შეფასება არ უნდათ და ამიტომ მერის ანგარიშსა და აუდიტის დასკვნაში ისეთ ხელჩასაჭიდ არგუმენტებს ეძებენ, რომლითაც მერს მხარს დაუჭერენ.
„რატომ უნდა გადაიდოს მერის ანგარიშის მოსმენა? – ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილის ამ შეკითხვას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე არ პასუხობს.
როგორ უპასუხა ამავე შეკითხვას თავად მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ამას ვიდეოდან შეიტყობთ.
P.S. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, მუშაობის ანგარიში უარყოფითად შეაფასა.
ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ:
რა უშლის ხელს საქმის კეთებაში ხარაგაულის მერს
„მობლოკილი“ საკრებულო მილიონ 300 ათას ლარს დასტირის
დეპუტატი ხარაგაულის მერს ბრალს კორუფციულ გარიგებებში დებს
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი