ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 8 იანვარს, მერის, ნიკოლოზ თოფურიძის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
ნიკოლოზ თოფურიძე, ორი წელია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია. საქმიანობის ანგარიში მან საკრებულოს დღეს პირველად წარუდგინა.
სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა მერის საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს შემდეგი არგუმენტებით:
ღორეშის, საღანძილის, ბორითის, ვარძიისა და ხევის მაჟორიტარმა დეპუტატებმა იულონ კოპაძემ, დავით კიკნაძემ, ია პაქსაშვილმა, გივი ხიჯაკაძემ და ზურაბ ხაჩიძემ სხდომაზე აღნიშნეს, რომ ამ სოფლებში 2018 წელს არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა.
ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, პროექტების შეუსრულებლობა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. კერძოდ, იმით, რომ ტენდერები არ შედგა, ხოლო ზოგიერთი მშენებელი არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა. მაგალითად, „საპოვნელა+“ მეოთხე თვეა ყოველთვიურად ათი ათას ლარს ჯარიმას იხდის სამუშაოების დაგვიანების გამო. თუმცა ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს უფრო ცუდ შედეგს მოუტანს და გზების მშენებლობა უფრო მეტად გაჭიანურდება.
მუნიციპალიტეტის მერმა დეპუტატებს რამდენჯერმე შეახსენა ე. წ. „ღია ესტრადა“, რომელიც 2015 წელს გარემონტდა, დღეს სავალალო მდგომარეობაშია და საკრებულო ამ საკითხისადმი კრიტიკული არასდროს ყოფილა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ე. წ. „ღია ესტრადის“ საკითხს და დამნაშავე დაისაჯოს. პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ „ღია ესტრადის“ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მერიას უნდა აეღო, რომ ქონება არ განადგურებულიყო.
ნიკოლოზ თოფურიძე დაეთანხმა დეპუტატებს და წუხილი გამოთქვა შეუსრულებელი პროექტების გამო. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრები მეტად უნდა ეთანამშრომლებოდნენ მერიას.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას იმერეთის მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ მისთვის კარგი და საინტერესო დღეა. შავლეგო ტაბატაძის ინფორმაციით, პროექტების შეუსრულებლობის მიზეზი მათ არასწორად დაგეგმარებაშია, რადგან დღეს ხელისუფლება მოსახლეობას არ ეკითხება, რა პრობლემების მოგვარება სურს. გუბერნატორმა განაცხადა, რომ რომ შეუსრულებელ დაპირებებზე ყველა თანაბრადაა პასუხისმგებელი და ერთი პირის დადანაშაულება არასწორია.
ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ კრიტიკული დამოკიდებულებები უმრავლესობის წევრებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ. მისთვის გაუგებარია, რატომ არის საკრებულო მერის საქმიანობით უკმაყოფილო, როცა წლის მანძილზე მერიის ყველა სამსახურის მუშაობას დადებითად აფასებდა.
ფრაქციის ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ არ უხარია მერის საქმიანობის უარყოფითად შეფასება, თუმცა შექმნილ მდგომარეობაზე თვალს ვერ დახუჭავენ.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას 35-დან 28 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომაზე არ იმყოფებოდნენ რუსუდან გიორგაძე, პავლე კიკალიშვილი, ვახტანგ ტალახაძე, ჯამბულ გამცემლიძე, იუზა კელენჯერიძე, თემურ ფცქიალაძე, მიხეილ ჭიპაშვილი.
მერის საქმიანობის შეფასებისგან თავი შეიკავეს ოპოზიციური ფრაქციების „თვითმმართველობა ხალხისთვის“ და „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა ინგა მაღრაძემ, აკაკი მაჭავარიანმა, დავით მაღლაფერიძემ, ქეთევან ზუმბაძემ და თორნიკე ავალიშვილმა.
ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობა დადებითად მხოლოდ ერთმა დეპუტატმა – ნიკოლოზ მაღრაძემ – შეაფასა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი