ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 29 იანვრის სხდომაზე მყოფ მუნიციპალიტეტის მერს, ნიკო თოფურიძეს,ბიუროს წევრებმა შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა პრობლემებზე, შეკითხვები დაუსვეს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, თუ რას გულისხმობს მერი ანგარიშში დასახელებულ „სუფთა ადამიანურ ფაქტორებში“, რის გამოც არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ხელშეკრულებები დროულად ვერ შეუწყვიტა.
„პირველ რიგში ის იყო, რომ ხარაგაულია და ტენდერებზე არავინ შემოდის, – ამბობს მერი ნიკო თოფურიძე, – გარდა ამისა, იმ კომპანიების ხელმძღვანელები მოდიოდნენ ტირილით – „ნუ დაგვაქცევ, ეს ქენი, ის ქენი“. რაც შეგვეძლო, ვაძლევდით დროსა და საშუალებას იმ იმედით, რომ პროექტებს დაასრულებდნენ. ეს არის „ადამიანური ფაქტორები“, რომ სამშენებლო კომპანიები „შავ სიაში“ არ მოხვედრილიყვნენ, რადგან ხარაგაულში მათ გარდა ტენდერებში სხვა არავინ მონაწილეობდა. ბოლოს იძულებული გავხდით და 17 ხელშეკრულება შევწყვიტეთ“.
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ მერის ასეთ განმარტებას „არასერიოზული“ უწოდა, ხოლო ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ნიკო თოფურიძე ხელშეკრულებებს, სამშენებლო კომპანიებთან შესაძლო კორუფციული გარიგების გამო, არ წყვეტდა.
„სხვა დროს გაგცემ მაგაზე პასუხს. რაღაცას რომ ამბობ, მაგ ჯვრის ტარების თავი უნდა გქონდეს. კორუფცია მოიკითხეთ თქვენსკენ და ნაციონალური მოძრაობისკენ“, – ასე უპასუხა ნიკო თოფურიძემ თორნიკე ავალიშვილს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ბოლო სამი წლის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი თანხების მობილიზებამ და პროექტების 3-4-ჯერ მატებამ შექმნა სხვადასხვა სახის გაუთვალისწინებელი პრობლემები, მათ შორის ყველაზე გლობალური პრობლემა არაკეთილსინდისიერი კომპანიების ტენდერებში გამარჯვებით იყო გამოწვეული. ჩვენ, მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც შესაბამის სფეროს ვკურირებდით, ერთობლივად ვაღიარებთ, რომ ვერ მოვახდინეთ მათი მისამართით დროული რეაგირება, რამაც ასეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ჩვენ ვმოქმედებდით კანონის ფარგლებში, თუმცა ვითვალისწინებდით სუფთა ადამიანურ ფაქტორებს“.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი