ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სამსახურებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის დეფიციტი მოსახლეობას აზარალებს.
ხარაგაულის თვითმმართველობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაუმართავი ურთიერთობის „შედეგად“ შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და ამის გამო ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე განსაზღვრული თანხების დაკარგვა „დავიმსახურეთ“.
რაში ხედავს გამოსავალს, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს მივმართეთ.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ორ წელზე მეტია, ყველა შესაძლებლობასა და ღონეს მივმართავთ, რომ არჩეულ მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეკითხვები დავუსვათ და მასთან ინტერვიუ ჩავწეროთ.
თუმცა დღემდე დამოუკიდებელი გამოცემის ჟურნალისტებს ხარაგაულის მერთან მხოლოდ წერილობითი ურთიერთობის შესაძლებლობა გვაქვს.
თოფურიძის პოზიციებისა და გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, გარკვეულ პერიოდამდე, საკრებულოს სხდომებზე გვქონდა. თუმცა, რამდენიმე თვეა, მერის მოსმენის ეს შესაძლებლობაც გაქრა. ხარაგაულის მერი მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასაც კი არ ესწრებოდა.
გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ მერთან შეხვედრისა და ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას აგრძელებს.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი