

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემ 21 იანვარს საკრებულოს 2019 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის 31 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის ანგარიში დაამტკიცა.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნისა და მერის მუშაობის ანგარიშის შესწავლა-განხილვა საკრებულომ 29 იანვრის ბიუროს სხდომაზე დაიწყო. თუმცა, ბიუროს წევრები ამბობენ, რომ მათი დეტალურად გაცნობა-განხილვისთვის დრო სჭირდებათ. ამიტომ, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერის მუშაობის ანგარიშს საკრებულო მარტის სხდომაზე შეაფასებს. დეპუტატები სახელმწიფო აუდიტის დასკვნასაც ასევე მარტში განიხილავენ.
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის