
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს ბიუროს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი წარუდგინა.
ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს შენიშვნები აისახა.
„საკრებულოსგან გამოთქმულ რამდენიმე შენიშვნაზე მერიის პასუხი ბუნდოვანია, – აღნიშნა საკრებულოს ბიუროს 16 დეკემბრის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა, – მაგალითად, მერია გვპასუხობს: „რიგი გარემოებების გამო ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ სათნოების სახლისა და ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვის გზით დაფინანსებაზე“. რა არის ეს „რიგი გარემოებები“, არ აკონკრეტებს.
მერიიდან გვიპასუხეს, რომ 2020 წელს იგეგმება ატრაქციონების მოწყობა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასა და ცენტრალურ პარკში. საკრებულოს მიერ მოწონებულ 2020 წელს განსახორციელებელ პროექტთა ნუსხაში ასეთი რამ არ წერია“.
ამ შეკითხვებზე პასუხებს დეპუტატები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებისგან ელოდებიან.
ხუთშაბათს, 19 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს დასამტკიცებლად განიხილავს.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი