

„თითოეული მუხლი, თითოეული პუნქტი, როდესაც ახალი ბიუჯეტის ფორმირება მოხდება, მოქალაქეებისთვის უნდა იყოს სათანადოდ განმარტებული, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს 23 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განაცხადა, – ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს თავისი თავი, ჰქონდეს განცდა, რომ ეს მისი ბიუჯეტიც არის, რომელიც მისი გადასახადებისგანაც შედგება“.
არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს მოუწოდა, იმსჯელონ რა დამატებითი ღონისძიებებით გახდება შესაძლებელი ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
„მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა ჩვენმა თანამოქალაქეებმაც მკაფიოდ და გასაგებად გაიგონ, თუ რა ცვლილებები და რა სიახლეები იქნება მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ამისთვის მოგვიწევს დამატებით მსჯელობა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ პარლამენტმა გარდა საკომიტეტო განხილვებისა, რომ მეტი კომუნიკაცია შედგეს ჩვენს მოქალაქეებთან. გთხოვთ, მოვემზადოთ ამ სამუშაო შეხვედრისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რამდენად დავინახავთ ხარაგაულელები 2020 წლის ბიუჯეტში საკუთარ თავს, რამდენად გაგვიჩნდება განცდა, რომ ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი გადასახადებისგან შედგება, ჩვენიცაა, – ამის გასარკვევად ხარაგაულელებს ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში უეჭველად გამოვკითხავთ.
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში