

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ ძირითად პრინციპებზე.
„მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენს მოქალაქეებზე, ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესეც მკაცრად გაკონტროლდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უკვე მეოთხე წელია,
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ნიდერლანდებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში
დღეს, 10 სექტემბერს, ხარაგაულში პროექტის