ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობა 2019-2020 წლის ზამთრის სეზონზე ბუნებრივი აირით გათბება.
შენობაში ამჟამად გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს – ეზოში მოეწყო საქვაბე, ოთახებში მონტაჟდება გამათბობლები.
ამ სამუშაოებს შპს „რიგი 55“ 38 155 ლარად ახორციელებს. კომპანიის დირექტორის, ელიზბარ წერეთელის ინფორმაციით, საქვაბეს მშენებლობასა და შენობაში გამათბობლების დამონტაჟებაზე ათი დასაქმებული მუშაობს, მათგან სამი – ადგილობრივია. შენობის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულებას მშენებელი კომპანია 2 სექტემბრისთვის გეგმავს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ბუნებრივ აირს შენობაში „სოკარ-ჯორჯია გაზი“ შეიყვანს. ამ სამუშაოების წარმოებისთვის 3-დან 5 ათას ლარამდე თანხაა საჭირო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 19 საბავშვო ბაღს შორის ეს პირველი საბავშვო ბაღია, რომელიც ბუნებრივი აირით გათბება. ამ დრომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღი შეშით თბებოდა.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირებით ხელისუფლების ხუთი წლის წინანდელი დაპირება სრულდება.
ამ საბავშვო ბაღის გაზიფიცირების პრობლემის მოგვარების ხელშესაწყობად გამომცემლობამ „ჩემი ხარაგაული“ ვებგვერდზე chemikharagauli.com და გაზეთში „ჩემი იმერეთი“ 2014 წლიდან დღემდე ოცზე მეტი სტატია გამოაქვეყნა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი