

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირებისთვის ტენდერი ივნისის ბოლომდე გამოცხადდება.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორ მამუკა ჭიპაშვილისგან მოვიპოვეთ.
შენობის გაზიფიცირებისთვის 52 ათასი ლარია საჭირო. აქედან 30 ათასი ლარი გაერთიანების 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე დაიგეგმა; 20 ათასი ლარი სუბსიდიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება 3 ივნისის სხდომაზე უნდა მიიღოს; ხოლო დანარჩენი 2 ათასი ლარი თავად გაერთიანებამ გამონახა.
ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებას იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი, 2014 წლის მარტში ხარაგაულში ვიზიტისას დაგვპირდა.
ეს საბავშვო ბაღი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ბაღებს შორის პირველია, რომლის გაზიფიცირებაც იგეგმება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, გაზიფიცირებულ ტერიტორიაზე, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გარდა, #2 საბავშვო ბაღიც ფუნქციონირებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში