ამ დილით, 95 წლის ასაკში ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ვეტერანთა კავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი გარდაიცვალა.

გიორგი ბლუაშვილი ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და მშვიდობიანობის დროს ნაყოფიერი შრომისათვის არაერთი მედლითა და ორდენით, მათ შორის ღირსების ორდენითაა, დაჯილდოებული.

1952-1995 წლებში გიორგი ბლუაშვილი ხარაგაულის კინოფიკაციას ხელმძღვანელობდა.

კაცთმოყვარე, სამართლიანი, აქტიური მოქალაქე, მშობლიური რაიონისა და მხარის გულმხურვალე გულშემატკივარი მუდამ მოწინავე ცხოვრებისეულ პოზიციებზე იდგა.

გასულ ზაფხულს გიორგი ბლუაშვილს, ხარაგაულში ვიზიტისას, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ესტუმრა.

გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ თანაუგრძნობს გიორგი (ჟორა) ბლუაშვილის ოჯახსა და ახლობლებს. მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მის სულს.

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის, გიორგი ბლუაშვილის შესახებ გაეცანით ჩვენს მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალებით:

როგორ გახდა ხარაგაულელი გიორგი ბლუაშვილი ჰოლანდიაში პოპულარული

ანსამბლ „ერისიონის“ გენერალური დირექტორი ოთარ ბლუაშვილი ბიძაშვილს იუბილეს ულოცავს

გიორგი ბლუაშვილი – სალმის რაინდი ხარაგაულიდან

გიორგი ბლუაშვილის 90 წლის საიუბილეოდ