
მსოფლიოში ცნობილი კინოკომპანიის „ვორნერ ბრაზერ“-ის ჰოლანდიის ფილიალის მიერ ხარაგაულელ გიორგი (ჟორა) ბლუაშვილზე გადაღებულ ფილმს ჰოლანდიელი მაყურებელი, სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვარში ნახავს.
ცნობილი კინორეჟისორის, რამაზ ბლუაშვილის ინფორმაციით, მისი მეგობრები, ჰოლანდიაში ლეგენდარული მსახიობები მარკ მარი და იზა ჰუსი საქართველოში მუშაობდნენ ფილმის – „მსოფლიოს ყველაზე რთული გზები“ – გადასაღებად.
რამაზ ბლუაშვილმა მათ ომალოს, თუშეთისა და სვანეთის გზებთან ერთად შესთავაზა ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის გადაღებაც.
„გზაში საუბრისას მათ ვუამბე ჩემი 91 წლის ბიძის, მეორე მსოფლიო ომგამოვლილი ჟორა ბლუაშვილის შესახებ, – გვიამბობს რამაზ ბლუაშვილი, – დაინტერესდნენ და გულიანი ინტერვიუ გამოუვიდათ. ჰოლანდიელები აღფრთოვანდნენ ჟორა ძიას პიროვნებით.“
რამაზ ბლუაშვილი ყოველთვის ცდილობს ხარაგაულის წარმოჩენას საქართველოსა და მსოფლიო მასშტაბით. მან კიდევ ერთხელ შეიტანა წვლილი ხარაგაულის პოპულარიზაციაში.
ფოტოზე: გიორგი (ჟორა ბლუაშვილი) ჰოლანდიელ მსახიობებთან მარკ მარისთან და იზა ჰუსთან ერთად
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის