ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში 7 ივნისს სტიქიისაგან დაზიანებული გზის აღდგენას ტენდერში გამარჯვებული შპს „მათე“ 20 აგვისტოდან უნდა შეუდგეს და სამუშაოები, სატენდერო პირობების თანახმად, 70 დღეში დაასრულოს.
„მათემ“ ლეღვნის გზის რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი კედლის მოწყობა 138 900 ლარად ივალდებულა (ტენდერი 159 370 ლარზე იყო გამოცხადებული).
ლეღვანში, ჩაწყვეტილი გზის შემდეგ 100 მეტრიან მონაკვეთზე, – იქ, სადაც სტიქიამ გზა გამორეცხა, საყრდენი კედლის მოსაწყობად 400 925 ლარზე ტენდერი 7 აგვისტოს გამოცხადდა.
სატენდერო წინადადებების მიღება 25-დან 30 აგვისტომდე გაგრძელდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 84 დღეში უნდა დაასრულოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს თემურ თაბუკაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7, 12 და 17 ივნისის ძლიერი წყალდიდობით მოყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 5 მილიონ ლარამდე შეადგინა.
მერიის საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროსი ნინო მაღლაკელიძე ამბობს, რომ სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხას მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ეტაპობრივად მიიღებს.
გარე სამყაროს მოწყვეტილი ლეღვნელები სოფელში შესასვლელი საავტომობილო გზის აღდგენას ხელისუფლებისგან, ორი თვეა, ითხოვენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაჩქარების მოთხოვნას საკრებულოს 5 აგვისტოს სხდომაზე ხმაურიანი დიალოგი მოჰყვა.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი