ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში მცხოვრები 500-მდე კომლი 7 ივნისის სტიქიის შემდეგ, ფაქტობრივად, გარესამყაროს მოწყვეტილია.
ლეღვნელები ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისგან სტიქიით დაზიანებული, ლეღვნამდე მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენის დაჩქარებას მოითხოვენ. მანამდე კი, დიდვაკიდან დროებითი უმოკლესი გზის გაჭრას ითხოვენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ლეღვნელებმა დიდვაკეში სწორედ ალტერნატიული გზის გასაჭრელად ტერიტორიის დასათვალიერებლად დაიბარეს.
დიდვაკეში შეკრებილ ლეღვნელებს მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე შეხვდა. მოქალაქეების მოთხოვნა, ხარაგაულის მერმა და ლეღვნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნიკოლოზ მაღრაძემ არ გაიზიარეს. მათი მტკიცებით, დამპროექტებლები, რომლებმაც ლეღვანში დაზიანებული გზები დაათვალიერეს, ამბობენ, რომ ალტერნატიული გზის მოწყობა ხარჯს გაასამმაგებს.
ლეღვნელებს თოფურიძე დაჰპირდა, რომ ლეღვანში მისასვლელი დაზიანებული გზის აღდგენა, სავარაუდოდ, ათ დღეში დაიწყება; გზის მშენებელს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩევენ და სამუშაოებს მერი პირადად გააკონტროლებს.
ლეღვნელები ამბობენ, რომ მათთვის ძნელია შეთავაზებული – მარელისის შემოვლითი გზით გადაადგილება, სადაც მხოლოდ მაღალგამავლიანი მანქანების მოძრაობაა შესაძლებელი.
მოსახლეობას ოჯახებში პურის ფქვილისა და პროდუქტების მიტანა უჭირს. ლეღვნელები შიშობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლა მათ სოფელში დაგვიანდება. ლეღვნის მოსახლეობა ამბობს, რომ მარელისის შემოვლით გზაზე ხარაგაულიდან ავტომანქანის დაქირავება დაახლოებით 70-80 ლარი ჯდება. ამის შესაძლებლობა კი არ აქვთ.
ამჟამად ხარაგაული-ლეღვანის მიკროავტობუსი დიდვაკემდე მიდის. შემდეგ მგზავრები საცალფეხო ბილიკზე ფეხით გადადიან, სადაც ლეღვნელებს მეორე ტრანსპორტი ხვდება, რომ მგზავრები სოფლამდე აიყვანოს. ამ პირობებში ტვირთის გადატანა რთულია.
შეკრებილ მოსახლეობას ხელისუფლება დაჰპირდა, რომ პარასკევსა და კვირას, ზესტაფონის მიმართულებით „უაზის“ მარკის ავტომანქანა დაინიშნება, რომელიც დილის 06:00 საათზე ლეღვნიდან მარელისის შემოვლით გზაზე იმოძრავებს. ამავე დღეებში, საღამოს 18:00 საათზე, ეს ავტომანქანა დახვდება ლეღვანში მიმავალ მგზავრებს ზესტაფონი-ხაშურისა და თბილისიდან მომავალი ქუთაისის მატარებლებზე მარელისის რკინიგზის სადგურთან.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი