
გუშინ, 17 ივნისს საღამოს მოსული ნალექის შედეგად ინფრასტრუქტურა ხარაგაულში კიდევ რამდენიმე სოფელში დაზიანდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სარებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, მაქათუბანში, ამაშუკეთსა და კვესრევში სასოფლო გზები, ხიდ-ბოგირები და სასმელი წყლის მილები დაზიანებულია; წყალი არ მიეწოდება ბორითის საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღსა და საავადმყოფოს, ასევე ვაშლევის დედათა მონასტერს. სოფლებში ნათესების დიდი ნაწილი სეტყვამ გაანადგურა.
ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატის, ლენა აბაშიძის ინფორმაციით, ბჟინევში ცენტრალური საავტომობილო გზა და ხუნევში კალოს უბნის გზა დაზიანდა. ამ უბანში მცხოვრები ერთი ოჯახის ავტოფარეხი ქვა-ღორღით აივსო. დილიდან ხუნევის თემის მოსახლოებას დენი არ მიეწოდება.
ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გელა კოპაძე ამბობს, რომ სოფლებში მოუბეტონებელი ცენტრალური და საუბნო გზები წყალმა დააზიანა.
სტიქია ხარაგაულში 7 და 12 ივნისს მოხდა და ჩხერიმელას ხეობის სოფლებს (ლეღვანი, მარელისი, დიდვაკე, ზვარე, წიფა, მოლითი) სამ მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოპოვებული ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ხარაგაულში ღამით ნალექია მოსალოდნელი.
წუხელ გვიან ღამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) საზოგადოებრივი აზრის
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი