ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 და 12 ივნისს სოფლებში – ლეღვანი, დიდვაკე, მარელისი, ზვარე, მოლითი, წიფა, ლაშე, ბორითი, მაქათუბანი, ამაშუკეთი, კვესრევი, ბჟინევი, ხევი – სტიქიამ საგზაო ინფრასტრუქტურა და ასევე – მოსახლეობა დააზიანა.
მოსახლეობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ითხოვს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ლეღვნისა და ლაშეს მაცხოვრებლები, რადგან მდინარისგან წაღებული გზის სავალი ნაწილისა და საავტომობილო ხიდის დაზიანების გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ხმაურიანი დიალოგი გაიმართა ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილსა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილს შორის.
თორნიკე ავალიშვილი კატეგორიულად მოითხოვს სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაჩქარებას.
ვარლამ ჭიპაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლება ზრუნავს დაზიანებული გზებისა და ხიდების აღსადგენად.
დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს სხდომაზე კოლეგის ქმედებას „ცირკაჩობას“ უწოდებს, ხოლო თავად თორნიკე ავალიშვილი აცხადებს: „თუ გამიტანთ, გამიტანეთ!“
მან სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის მოყვანა და მთავრობის იმ დადგენილებების წარმოდგენა მოითხოვა, რომლითაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის სრულად ასანაზღაურებლად თანხაა გამოყოფილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის განკარგულებით სტიქიის სალიკვიდაციოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს უკვე ორჯერ გამოეყო თანხა, – მთავრობის 2019 წ. 16 ივლისის #1635 განკარგულებით 270 ათასი ლარი; ხოლო 2019 წ. 1 აგვისტოს #1733 განკარგულებით – 300 ათასი ლარი, ანუ ჯამში 570 ათასი ლარი.
ნინო მაღლაკელიძე ამბობს, რომ მერიამ უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, რათა ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება აისახოს.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი