ხარაგაულის მერი საკრებულოსგან პროექტების მართვის სააგენტოსთვის იმ ოთახების გადაცემაზე თანხმობას ითხოვს, რომელშიც დღემდე საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური ფუნქციონირებს.
საკრებულოს წევრები კი აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებული ეს ოთახები თავად სჭირდებათ.
დეპუტატები არა მხოლოდ ამ, 31.7 კვმ ფართის ორ ოთახში, არამედ მის მიმდებარედ არსებულ იმ ოთახებში განთავსებასაც აპირებენ, სადაც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ფუნქციონირებს.
საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განცხადებით, საკრებულო ითხოვს, რომ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართული მთლიანად დეპუტატებს დაეთმოთ; მერიის ჯანდაცვის სამსახური პირველ სართულზე – სამხედრო სამსახურის ოთახებში განთავსდეს, ხოლო მერიის სამხედრო სამსახური – ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში.
ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში ამჟამად დ. ხარაგაულის ადმინისტრაციაა განთავსებული.
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ჯაბა ბერაძე ამბობს, რომ დ. ხარაგაულის ადმინისტრაცია ერთ წელიწადში იუსტიციის სახლის იმ შენობაში გადავა, რომლის მშენებლობაც ხარაგაულში დაგეგმილია. საკრებულოს ეს მოთხოვნაც 2020 წელს დაკმაყოფილდება.
ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებული იმ ორი ოთახის, სადაც დღემდე საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური ფუნქციონირებს, ააიპ პროექტების მართვის სააგენტოსთვის გადაცემის აუცილებლობა, სტრუქტურულმა ცვლილებამ განაპირობა. საქმე იმაშია, რომ ეს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, პირველ ივნისამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარებოდნენ და ერთი თვეა, პროექტების მართვის სააგენტოს გადაეცა.
ხარაგაულის საკრებულოს წევრები მოითხოვენ, რომ პროექტების მართვის სააგენტოს ეს ოთახები არა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის არსებობის ვადით, არამედ ექვსი თვით, ან ერთი წლით გადაეცეს. ამ პერიოდში კი მერიამ ალტერნატიული ფართი მოიძიოს.
საკრებულომ მერიას საკითხის ხელახალი მომზადება დაავალა, რასაც, ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი