

დაბა ხარაგაულის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება დაიწყო. ამ დილით წყალი პატარა ხარაგაულის მოსახლეობას მიეწოდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, დაბა ხარაგაულში მოსახლეობას წყალს ან ამ საღამოს, ან ხვალ დილით მიაწოდებენ.
ტარიელ ავალიშვილის განმარტებით, დღეს დააკვირდებიან, თუ რა ოდენობის წყალს მოიხმარს მოსახლეობა და წყლის მიწოდების გრაფიკს ამის მიხედვით შეიმუშავებენ. წყლის გრაფიკით მიწოდების თაობაზე ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია, სავარაუდოდ, ხვალისთვის დაადგენს.
ხარაგაულის მოსახლეობას წყალი 7 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ აღარ მიეწოდება. ლეღვნის წყალსადენის მილები ადიდებულმა წყალმა ოთხ კილომეტრზე წაიღო.
ლეღვან-ხარაგაულის წყალსადენი ძლიერადაა დაზიანებული და მის აღდგენას ხანგრძლივი დრო დასჭირდება. ამიტომ წყალმომარაგების კომპანია დაბა ხარაგაულის მოსახლეობას სასმელ წყალს გრაფიკით იმ წყალსადენიდან მიაწვდის, საიდანაც ახალი საავადმყოფო და სამგლიის სერზე მცხოვრები მოსახლეობა წყლით მარაგდება.
წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე კვირაში წყალს დაბა ხარაგალს წყალმზიდით აწვდიდა.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს