

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდინარე ლეღვნულამ დიდვაკიდან ლეღვანში შესასვლელი ბეტონის გზა ჩაწყვიტა. ლეღვანში დიდვაკიდან შესვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
დაზიანებულია ლეღვნისა და მარელისის შიდა სასოფლო გზები. მდინარემ წაიღო ლეღვანის სკოლამდე მისასვლელი ხიდი.
უხვმა ნალექმა და წყალდიდობამ ლეღვანში, მარელისსა და დიდვაკეში რამდენიმე მოსახლეს ზიანი მიაყენა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
დაზიანდა ელექტროსაყრდენები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება ლეღვანის, მარელისის, დიდვაკისა და საღანძილის მოსახეობას.
სტიქიამ დააზიანა ლეღვან-ხარაგაულის წყალსადენი. გაერთიანებული წყალმომარაგების ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, ორ კილომეტ მანძილზე წყალდიდობისგან წაღებულია წყლის მილები.
მდინარე ჩხერიმელამ დატბორა საღანძილის ცენტრალური საავტომობილო გზა და საღანძილის სკოლის ეზო.
უხვი ნალექის გამო საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა სოფელ ბაზალეთშიც.
ამ დილით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზიანებულ ამ სოფლებში გამოიამინდა.
ლეღვნის მაჟორიტარი დეპუტატის, ნიკუშა მაღრაძის ინფორმაციით, იწმინდება ლეღვანში მარელისიდან შესასვლელი გზა. სწორედ ამ გზით ისარგებლებენ ლეღვნელები დიდვაკეში ჩაწყვეტილი გზის აღდგენამდე.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა