

ძლიერმა სტიქიამ ლეღვან-ხარაგაულის წყალსადენი დააზიანა. ამის გამო დაბა ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას 7 ივნისიდან სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა.
წყალმომარაგების კომპანია მიმდინარე კვირაში წყალმზიდით ამარაგებს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღს, სკოლებს, მოსახლეობასა და ორგანიზაციებს, ვინც წყლის მიწოდების სურვილი გამოთქვა.
ლეღვან-ხარაგაულის წყალსადენი ძლიერადაა დაზიანებული და მის აღდგენას ხანგრძლივი დრო დასჭირდება. ამიტომ წყალმომარაგების კომპანია მუშაობს, რომ დაბა ხარაგაულის მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით იმ წყალსადენიდან მიაწოდოს, საიდანაც ახალი საავადმყოფო და სამგლიის სერზე მცხოვრები მოსახლეობა წყლით მარაგდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ტარიელ ავალიშვილის ინფორმაციით, დაბა ხარაგაულის მომხმარებლების წყლის ალტერნატიულ მაგისტრალზე დაერთების სამუშაოები, სავარაუდოდ, 14 ან 15 ივნისისთვის დასრულდება.
ფოტოზე: დაბა ხარაგაულში მოსახლეობას წყალი წყალმზიდით მიეწოდება
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს