ხარაგაულში ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა დღეს პრემიერა გამართა.
„ხორუმი ქართული ცეკვაა“ – მწერალ გურამ დოჩანაშვილის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა. პრემიერას თავად მწერალი დაესწრო.
სპექტაკლი მშობლიურ სოფელში დაბრუნებული ახალგაზრდისა და სოციოლოგის თვალით დანახულ საქართველოს გვაჩვენებს. მოქმედება პატარა, ტრადიციულ ქართულ სოფელში ვითარდება. აქ სხვადასხვა ხასიათის, ასაკისა და შეხედულების ადამიანები ცხოვრობენ. მთელ საქართველოს თითქოს ერთ სოფელში მოუყრია თავი. სპექტაკლი გვაჩვენებს, თუ როგორები ვართ ქართველები, რა გვინდა და რა გვაკლია.
„ჩემთვის ხარაგაულში ჩამოსვლა ყოველთვის დიდი ბედნიერებაა, – აღნიშნა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა სპექტაკლის შემდეგ, – ძალიან გახარებული ვარ. კარგი მკითხველი მწერლის ნაწარმოებს ავსებს და მეტ შინაარსს მატებს. ჩემი პიესა რომ სცენაზე ასე შესანიშნავად გააცოცხლეთ, საოცარი თანადგომა და დაფასება დავინახე. მივხვდი, რომ ტყუილად არ მიშრომია.“
„ილია ჭავჭავაძე იქნებოდა ახლა ყველაზე ბედნიერი, რადგან თეატრი არის ერის სარკე და ეს დღეს ამ სპექტაკლის სახით ჩვენ ხარაგაულის სცენაზე ვნახეთ, – ასე შეაფასა სპექტაკლი თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა, – ვნახეთ, როგორი განსხვავებულები ვართ, როგორი შესაძლებლობები გვაქვს, – ვართ ძალიან კეთილები და ზოგჯერ ავები.
სცენაზე იყო ჩვენი საზოგადოება – განსხვავებული მისწრაფებებით, შესაძლებლობებით, მსოფლმხედველობით… ვიხილეთ ხალასი ნიჭის არტისტული ნამუშევარი, იუმორით, თვითკრიტიკით, ირონიით გაჯერებული ტიპაჟები. მხატვრული სახეების ფართო გალერეა წარმოადგინა დღეს ხარაგაულის თეატრმა.
ძალიან ძნელია მწერლობის სცენაზე გადატანა. ამისთვის დრამატურგია არსებობს. გურამ დოჩანაშვილის პიესასთან შეჭიდება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ეს ოსტატურად შეძლო. გილოცავთ წარმატებულ პრემიერას“!
სპექტაკლში თამაშობენ ხარაგაულის სახალხო თეატრის დასის წევრები – გიორგი მაქაძე (გოგი), ვასილ კიკნაძე (უნივერსალი), ლია თაბუკაშვილი (ასისტენტი), ბათუ კიკნაძე (ერასტი), ნიკო მაჭავარიანი (შალვა), ნიკო წიკლაური (ბესარიონი), ლუიზა კიკნაძე (ბესარიონის ცოლი), ნიკო დეკანოსიძე (ვამიჩეიშვილი), ბიჭიკო მაისურაძე (ბიქტორი), მაია ბერაძე (აგნესა), გიორგი ჭიპაშვილი (სერგია), ლია ჭიპაშვილი (ვერიკო), დავით ჭყოიძე (დათა), ბექა ხიჯაკაძე (საშიკო), როლანდ ხიჯაკაძე (გლეხი).
სპექტაკლის ქორეოგრაფია ზაზა ლურსმანაშვილი, მხატვარი გაიოზ შუბითიძე, მუსიკალური გამფორმებელი ანუშკა ჩხეიძე, ოპერატორები დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე და ზაზა ტაბატაძე.
ხარაგაულის თეატრი სპექტაკლს „ხორუმი ქართული ცეკვაა“ ხარაგაულის კინოთეატრში 7 ივნისს განმეორებით წარმოადგენს. 8 ივნისს კი ამ სპექტაკლით იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2019“ წარდგება.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი