

ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, 30 აპრილს ხარაგაულს პოეტი ლინა ბარათაშვილი ესტუმრა. პოეტთან შეხვედრა ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა, რომლის წამყვანი და ორგანიზატორი ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის გამგე მარინა ჩუბინიძე იყო.
პოეტს სიტყვით მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტი ეკა ბაქრაძე და ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ლინა ბარათაშვილს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიანიჭონ. პოეტმა აღნიშნა, რომ მისთვის ხარაგაული „ადგილის დედაა“ და საპატიო ხარაგაულელის წოდება – ძალიან საპასუხისმგებლო. „შევეცდები ეს ტიტული ღირსეულად ვატარო,“ – აღნიშნა პოეტმა.
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ლინა ბარათაშვილი მშობლიურ სკოლაში
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.