

„ხარაგაულის #2 საჯარო სკოლას ნამდვილად გააჩნია ძალები, ღირსეულ სტუმარს შესაფერისად დახვდეს. გვინდოდა, ამ პატარებისთვის ეს დღე ყოფილიყო საჩუქარი, რომელიც საგზლად გაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე. მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ხართ. გაგვათბობს თქვენი პოეზია,“ – ამ სიტყვებით მიმართა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მასწავლებელმა დოდო გელაშვილმა პოეტ ლინა ბარათაშვილს, რომელიც მეოთხე კლასელების პირველ მასწავლებელთან დამშვიდობების ღონისძიებაზე მოიწვიეს.
თვალხატულა გოგო-ბიჭები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლექსის მხატვრულად კითხვაში. ეროვნულ სამოსში გამოწყობილები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს ცეკვასა და სიმღერაში. „გვამოგზაურეს“ საქართველოს ისტორიის ლაბირინთებში ლინა ბარათაშვილის წიგნის „საქართველოში იბადებოდნენ“ მიხედვით.
პოეტს მადლობა გადაუხადა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ და აღნიშნა: „მეოთხე კლასელებმა სასკოლო ცხოვრების პირველი ეტაპი. დამრიგებელმა დოდო გელაშვილმა ამ კლასთან ძალიან ნაყოფიერად იმუშავა. ამ ოთხი წლის მანძილზე ბევრჯერ გაგვახარეს წარმატებებით. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება“.
ვალერი გოგნაძემ დოდო გელაშვილს მადლობის სიგელი, ხოლო მეოთხე კლასის მოსწავლეებს – კინგსის ოლიმპიადის დიპლომები გადასცა.
ლინა ბარათაშვილს მიესალმა ხარაგაულის საპატიო მოქალაქე იუზა კელენჯერიძე: „ლინა ბარათაშვილი არის ხარაგაულელებისთვის უსაყვარლესი პიროვნება, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ცნობილი პოეტი და ღირსეული პიროვნება. ამ ღონისძიებამ ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გამახსენა. მადლობა ორგანიზატორებს და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის კოლექტივს.“
პოეტმა ლინა ბარათაშვილმა შეხვედრაზე გაიხსენა მშობლიურ სკოლაში გატარებული წლები, პირველი მასწავლებლები და ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებული კვალი დატოვეს ხარაგაულის #2 სკოლის ისტორიაში.
„ყოველთვის მახარებს ხარაგაულელებთან შეხვედრა, – აღნიშნა ლინა ბარათაშვილმა, – დიდი სიყვარული გამატანა ცხოვრების გზაზე ხარაგაულმა და ამ სიყვარულით ვსაზრდოობ დღემდე. დღეს ძალიან უჭირს საქართველოს სულიერად, – მრავალი ფასეულობა გადაფასდა. ამიტომ როდესაც ასეთ ბავშვებს ვხედავ, მიხარია და მჯერა, რომ მათით იამაყებს საქართველო.“
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასელთა შეხვედრა პოეტ ლინა ბარათაშვილთან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში