

პოეტმა, დამსახურებულმა ჟურნალისტმა და ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ლინა ბარათაშვილმა ახალი წიგნი გამოსცა.
პიესა „გვირგვინს იქით საქართველოა…“ თამარ მეფეს ეძღვნება.
„დიდხანს მოწიწებით ველოლიავე მეფე ქალის აჩრდილს, – ამბობს ლინა ბარათაშვილი, – ბოლოს მაინც შევბედე და შემოგთავაზეთ პოეტის თვალით დანახული თამარი – მეფე, ქალი, დედა, პოეტი. ყოველივე დიდი სიყვარულით გავაკეთე.“
პოეტი და თეატრთმცოდნე მზია ხეთაგური წერს, რომ პიესაში მარადიული ღირებულებებია გადმოცემული. მისი სურვილია, რომ ფურცელზე დაწერილი სცენიდან ამეტყველდეს.
19 დეკემბერს ტელეკომპანია „ახალი საქართველო“ რუბრიკაში „საინტერესო ადამიანები“ პოეტ ლინა ბარათაშვილს უმასპინძლებს. გადაცემა ეთერში 17:00 საათზე დაიწყება.
ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შეხვედრა პოეტ ლინა ბარათაშვილთან, 2015 წ.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას