აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O’Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერებს გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები და ხარისხი,
ხუთწლიანი პროექტის – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ – საჯარო წარდგენა 2019 წლის 28 მაისს, თბილისში სასტუმრო რუმსის „გარდენ ჰოლში“ გაიმართება.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress SQIL) პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას, რომელიც მოხმარდება საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.
პროექტის საჯარო წარდგენაში მონაწილეობენ: ელიზაბეტ რუდი – საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ქრისტინ სტროსმანი – კანცლერი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ-ის საელჩო თურქეთში, იეტონ სტაროვა – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე – საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.
პროექტის – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ – მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტი ითვალისწინებს Land O’Lakes International Development-ის ტექნიკურ დახმარებას, ორგანიზაციის ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებასა და დანერგვას, იმისათვის, რომ გაიზარდოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვებში „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით. ზიანის შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზაზე, პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ.
Land O’Lakes International Development-ის შესახებ: Land O’Lakes International Development-ი მხარს უჭერს მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის დარგების გაძლიერების გზით, ეხმარება ბიზნესებს შექმნან სამუშაო ადგილები და აკავშირებს ფერმერებს ბაზრებთან. 1981 წლიდან, Land O’Lakes International Development-ს განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი რძის, მეცხოველეობისა და მოსავლის განვითარების პროგრამები 80-მდე ქვეყანაში, რითაც ხელს უწყობს ფერმერთა ზრდას, კოოპერაციასა და ბიზნესის განვითარებას.
Land O’Lakes International Development-ი არის Land O’Lakes-ის შვილობილი კომპანია. Land O’Lakes, Inc.,-ი არის $15 მილიარდ დოლარიანი აგრობიზნესი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს თითქმის 100 წლიან გამოცდილებას რძის, ცხოველთა საკვების, მოსავლისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო საშუალებებისა და თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების სფეროში. იგი განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აძლევს უნიკალურ ხედვას სოფლის მეურნეობაზე, სურსათზე და გამართულ საბაზრო სისტემაზე. Land O’Lakes, Inc.-ი მხარს უჭერს აღნიშნულ ძალისხმევას, როგორც მის მიზანს, ხელი შეუწყოს საზოგადოების პროგრესს ქვეყნის შიგნითა და მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის შესახებ: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 4000-მდე ფერმერს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას.
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ: მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საზოგადოებრივი კვლევითი უნივერსიტეტი მიჩიგანის შტატის ქალაქ აღმოსავლეთ ლანსინგში. უნივერსიტეტი დაარსდა, როგორც მიჩიგანის შტატის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი და ქვეყნის პირველი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ისწავლებოდა სოფლის მეურნება, როგორც მეცნიერება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი