გედსამანიის მოსახლეობამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას სკოლის ბაზაზე სასკოლო მზაობის ჯგუფის გახსნის მოთხოვნით მიმართა.
ეს ინფორმაცია ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატის, ლენა აბაშიძისგან მოვიპოვეთ.
გედსამანიაში სასკოლო მზაობის ჯგუფის ამოქმედება 2018 წლის სექტემბრიდან იგეგმებოდა. ამ მიზნით გასული წლის სექტემბერში გედსამანიაში მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი და ხუნევის თემის მაჟორიტარი იმყოფებოდნენ. მაშინ სასკოლო მზაობის ჯგუფის ამოქმედების საჭიროება მკაფიოდ არ გამოიკვეთა.
დეპუტატი ლენა აბაშიძე ამბობს, რომ მოსახლეობამ, დამატებითი გასაუბრების შედეგად, სასკოლო მზაობის ჯგუფის ამოქმედების საჭიროება დაინახა. მისივე ინფორმაციით, გედსამანიიდან აღსაზრდელები ხუნევის საბავშვო ბაღში დაჰყავდათ. გედსამანიაში სასკოლო მზაობის ჯგუფის ამოქმედების შემდეგ 3-4 წლის ბავშვებს ისევ ხუნევის საბავშვო ბაღში ატარებენ. სასკოლო მზაობის ჯგუფში კი 5-6 წლის აღსაზრდელები ივლიან.
ლენა აბაშიძის ინფორმაციით, გედსამანიაში ბავშვების რაოდენობა მატულობს და შესაძლოა, 2-3 წელიწადში 15 აღსაზრდელზე საბავშვო ბაღის გახსნა მოითხოვონ.
ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძემ საკრებულოს ბიუროს 17 მაისის სხდომაზე აღნიშნა, რომ სასკოლო მზაობის ჯგუფი ბაზალეთის სკოლის ბაზაზეც უნდა ამოქმედდეს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ გედსამანიის სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფი ათი აღსაზრდელისთვის 2019 წლის სექტემბრიდან გაიხსნება. რაც შეეხება ბაზალეთს, აღსაზრდელთა რაოდენობა ზუსტდება.
სასკოლო მზაობის ჯგუფები იმ სოფლებში იხსნება, სადაც საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს. ამ პროექტის მიზანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
სასკოლო მზაობის ჯგუფი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პირველად ნადაბურში 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ ხელშეწყობით ამოქმედდა. ამ ჯგუფის ბაზაზე ერთი წლის შემდეგ ნადაბურში საბავშვო ბაღი გაიხსნა. 2017 წლის სექტემბრიდან მოქმედებს სასკოლო მზაობის ჯგუფი მარელისში, 2018 წლის სექტემბრიდან კი – სარგვეშში.
ფოტოზე: მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი