

სარგვეშის საჯარო სკოლის შენობაში 20 სექტემბერს 15 ბავშვისთვის სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა. ჯგუფი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარგვეშის მაჟორიტარი დეპუტატის, რუსუდან გიორგაძის, ხელშეწყობით ამოქმედდება.
სარგვეშის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები, ცოდნისა და უნარ-ჩვევების გარდა, კვებისა და მოსვენების მომსახურებასაც მიიღებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასკოლო მზაობის ჯგუფის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს სიახლე სარგვეშში ახალგაზრდა ოჯახების დამაგრებასა და ამ სოფლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებს დეპუტატმა რუსუდან გიორგაძემ საჩუქრები დაახვედრა. ეზოში სათამაშო ინვენტარი განთავსდა.
სარგვეშში სასკოლო მზაობის ჯგუფის გახსნას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2026 წლის
როგორ შეიცვალა ხარაგაულელების ეკონომიური მდგომარეობა
საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს: