დღეს ხარაგაულში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ახალგაზრდებმა, აქციის მონაწილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ხარაგაულის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ მოკლედ გაიხსენა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული დღე:
„9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. იმ ღამეს მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. მოკლულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა, დაჭრილებიც იყვნენ. დემონსტრანტების დიდი ნაწილი დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა შეუქცევადი პროცესი გახდა. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში გამართულ რეფერენდუმში ამომრჩევლის 90,3 %-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98,9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას მისცა ხმა.
ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო“.
9 აპრილის ტრაგედიას ემსხვერპლნენ:
„ჩემთვის ყოველთვის უმძიმესი გასახსენებელია 1989 წლის 9 აპრილი, – აღნიშნა ღონისძიებაზე 9 აპრილს დაზარალებულმა გოჩა კოპაძემ, – რუსმა ჯალათებმა, რომლებსაც მშვიდობიანი მომიტინგეები სიმღერით შევხვდით, დაიწყეს ჩვენი დარბევა და ჟლეტა, ორლესული ნიჩბების გამოყენებით ბევრი ჩვენგანი დაგვჭრეს. ახალგაზრდებს მინდა გთხოვოთ, ეს დღე არასოდეს დაივიწყოთ. ვნატრობ, რომ ის ამბავი, რაც იმ ღამეს თბილისში მოხდა, აღარ განმეორდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში“.
9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა შველიძემ და ვარლამ (ტატო) თავზარაშვილმა.
მამა თომამ (ლაცაბიძე) გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა.
ღონისძიების მონაწილეებმა გადაინაცვლეს ბაზალეთის საჯარო სკოლაში, სადაც 9 აპრილს დაღუპული ელისო ჭიპაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა და მისი სახელობის ხეივანი გაშენდა.
დღესვე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ღონისძიებით, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი