

გთავაზობთ ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის პოზიციას კურორტ ნუნისთან დაკავშირებით. მისი ეს მოსაზრება ამოღებულია 2026 წლის აპრილში ჩაწერილი ინტერვიუდან.
– ნუნისი ახსენეთ და კურორტზე რომ ავალთ, გვინდა, რომ სამკურნალო წყლის ლიცენზია ჰქონდეს და ეს მომსახურება მივიღოთ. ამ დრომდე კურორტს ხელახალი ლიცენზია არ აქვს. თქვენ ხომ არ იცით, რაშია პრობლემა?
– პრობლემა არის ინვესტირების მოცულობაში. კომპანიის მფლობელებმა, რომლებმაც 20 წლის წინ შეისყიდეს კურორტი „ნუნისი“, იქ არაფერი შეუცვლიათ. მაგათზე გვიან შეისყიდა „საირმე“ მფლობელმა და დღეს საირმე ევროპული დონის კურორტია. ნუნისი არანაკლები პოტენციის მქონეა. კურორტის მფლობელი გვევაჭრება, – ჯერ უნდოდათ, 25 წლით პირდაპირ გაეგრძელებინათ ლიცენზია, რაზედაც მუნიციპალიტეტი იყო წინააღმდეგი. ჩვენ დაგვეთანხმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. დღემდე მიდის საუბრები ლიცენზიის 15 წლით მოპოვებაზე და ხუთ წელიწადში ერთხელ მილიონს ან მილიონ ნახევარ ლარს დავხარჯავთო.
კურორტს ვერ განავითარებ 5 მლნ ლარით. ნუნისი მრავალსეზონური უნდა გახდეს. ყოველთვის ასახელებდნენ პრობლემად გზას, – ამდენი თანხა რომ ჩავდოთ, მოგებაზე ორიენტირებული ხომ უნდა ვიყოთო. ა, ბატონო, გზა. გზა დავასრულეთ და ნუნისამდეც მიგვყავს. ამიტომ მათ უნდა იზრუნონ, – ან ჩადონ უფრო მეტი ინვესტიცია, კურორტი მოიყვანონ შესაბამისობაში და დაამსგავსონ რეალურ თანამედროვე კურორტს, ან თვითონვე მოიპოვონ და მოიყვანონ ინვესტორები, ან გაასხვისონ მათზე, ვინც იქ ფულს ჩადებს.
ამის მიღმა, მათ კერძო საკუთრებაში აქვთ ის ტერიტორია და ჩვენ არ ვეხებით, – რაც უნდათ, როგორც უნდათ, აფუნქციონირონ, – უნდათ კურორტად, უნდათ საკუთარ სახლად. სახელმწიფო ლიცენზიას გავცემთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, ლიცენზიის ამღები თუ დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რასაც ჰქვია კურორტის მოწყობა.
მუნიციპალიტეტს ნუნისის მიმდებარედ 2 ჰა ტერიტორია გვაქვს და ეს სამკურნალო წყალი იქაც თვითდინებით ჩაედინება. შესაძლებელია, ეს წყალი სხვა ტერიტორიაზეც გადავიყვანოთ, მათ შორის მიმდებარედ, თუ ვინმეს სურვილი ექნება. ჩვენ ვეცდებით, რომ გამოვაცხადოთ ლიცენზიაზე აუქციონი. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს. შევთავაზებთ არსებულ ტერიტორიას.
– დაახლოებით ასამდე ადამიანი მკურნალობდა ნუნისში ყოველწლიურად და ლიცენზიის არქონის გამო, დაზარალდნენ.
– კურორტის მიღმა არსებობს მეოთხე წყარო, რომელსაც სოფლის მოსახლეობა შეუზღუდავად იყენებს. ამიტომ კურორტზე მიხვალ დასასვენებლად, თუ მოსახლეობაში საოჯახო სასტუმროებში დარჩები, შეგიძლია მეოთხე წყაროზე მიბრძანდე და ბუნებრივ პირობებში მოიხმარო ეს წყალი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის