

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცია 23 ივლისს დასრულდება.
ეს ინფორმაცია მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოვიპოვეთ. მისივე თქმით, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე, მათ შორის, მერიის კულტურისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების უფროსების თანამდებობებზე, კონკურსები გამოცხადდება.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური 2025 წლის ნოემბრიდანაა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის კი – 2026 წლის აპრილიდან.
ორივე თანამდებობის დასაკავებლად, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, დახურული კონკურსი უნდა გამოცხადდეს. დახურული კონკურსი გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი საჯარო მოხელეებიდან.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია
„ატლანტიკურმა საბჭომ“ „თავისუფლებისა და კეთილდღეობის
ხარაგაულის ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ,
მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი იწყებს საზაფხულო კვირეულს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის