

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადებით 2026 წლის 7 აპრილს დატოვა.
ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ დღეიდან, 8 აპრილიდან, ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორად და მოსწავლეთა სახლში საბავშვო თეატრის წრის ხელმძღვანელად დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 16 თებერვალს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიშის განხილვა ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ სხდომის დღის წესრიგიდან მოხსნა და ერთი თვით, 16 მარტის ბიუროს სხდომაზე განსახილველად გადადო, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის თხოვნით.
თუმცა, საკრებულოს ბიურომ 16 მარტის სხდომის განსახილველ საკითხებში ირინე ჩხეიძესგან მომზადებული ეს ანგარიში აღარ შეიტანა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დახურული კონკურსის გამოცხადებას აპრილის ბოლოსთვის აპირებს.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი განმარტავს, რომ დახურული კონკურსი გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი საჯარო მოხელეებიდან.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობას ხათუნა ტაბატაძე ასრულებს. ის, ამ დრომდე, ამავე სამსახურში პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა ირინე […]
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე