

ბალნეოლოგიური კურორტი „ნუნისი“ წლევანდელ სეზონზე, სამწლიანი პაუზის შემდეგ, დასვენებასთან ერთად, სამკურნალო აბაზანებსაც გვთავაზობს.
„ნუნისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირმა დაუშვილი ამბობს:
„სამკურნალო წყალზე ლიცენზიისთვის აუქციონის გამოცხადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომ, მინერალური რესურსების სააგენტოსთან შეთანხმებით, კანის დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო აბაზანებით მკურნალობაც დავიწყეთ.
საუკეთესო ბუნებაში დასვენება, „სპა ცენტრი“, გართობა და ახალი მენიუ, რასაც ყოველ სეზონზე ვთავაზობთ კურორტზე დამსვენებლებს, წელსაც ძალაშია“.
– ქალბატონო ირმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ნუნისის“ მფლობელებმა, რომლებმაც კურორტი 24 წლის წინ შეისყიდეს, იქ არაფერი შეუცვლიათ და კურორტის განვითარებისთვის თანხები არ დაუხარჯავთ.
ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოთხოვნაა, რომ „ნუნისი“ თანამედროვე მრავალსეზონური კურორტი გახდეს. მერის თქმით, მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა, რომელსაც თქვენ პრობლემად ასახელებდით, უკვე მოწესრიგდა და მოლითიდან ნუნისამდე გზის რეაბილიტაციაც იწყება.
– კურორტ „ნუნისის“ განვითარებით ჩვენზე ძალიან არავინ არ არის მოწადინებული და დაინტერესებული. 24 წელია, ველოდებით მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციას. ბოლომდე გზა არც ახლა არ არის გაკეთებული, მაგრამ გზის 70% უკვე დასრულებულია.
ვმუშაობთ კურორტის განვითარების ახალ პროექტზე. მომავალ, 2027 წელს, „ნუნისში“ ინვესტიციას განვახორციელებთ. მეოთხე წელი დაიწყო, რაც სამკურნალო წყლის მოპოვებაზე ლიცენზიას ველოდებით. ასე რომ, ბევრი რამ ერთმანეთზეა მიბმული.
გეთანხებით, რომ „ნუნისში“ უფრო მაღალი კლასის სასტუმრო და სივრცეა შესაქმნელი.
მადლობას ვუხდი „ნუნისის“ დამსვენებლებს, რომლებიც, მიუხედავად სხვადასხვა სირთულეებისა, დასასვენებლად ჩვენს კურორტს ირჩევენ. ვცდილობთ, რომ ნებისმიერ პირობებში მათთვის კომფორტი შევქმნათ.
იმედი მაქვს, მომავალი წლიდან კურორტ „ნუნისში“ განვახორციელებთ უფრო მეტ საინტერესო შეხვედრებს, ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც დამსვენებლებს დააინტერესებს.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ მინერალური რესურსების ეროვნულ საგენტოს წერილობით მივმართეთ, თუ როდის გამოაცხადებს სააგენტო ნუნისის სამკურნალო წყლის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონს და რა არის ამ დრომდე აუქციონის გამოუცხადებლობის მიზეზი.
სააგენტოდან გვიპასუხეს, რომ ნუნისის სუბთერმულ-მინერალური წყლის მოსაპოვებლად, ლიცენზიის გაცემის მიზნით, სააგენტოში მიმდინარეობს საქმისწარმოება. თუმცა, აუქციონის გამოცხადების თარიღი არ დააკონკრეტეს.
მეოთხე წელია, სამკურნალო ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი ვეღარ ახერხებდა სამკურნალოდ პაციენტების მიღებას, რადგან წყლის ლიცენზიის ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ამით ზარალდებოდნენ კანის დაავადების მქონე ის პაციენტები, რომლებისთვისაც ეს სამკურნალო წყლის აბაზანები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბალნეოლოგიურ კუროტ „ნუნისში“ დასვენების მსურველებმა დასაჯავშნად და დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 599 22 55 80.
გორის გვირაბებში დაზიანებული საფარის აღდგენა (ორმოულის შეკეთება)
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა
დღეს, 16 ივნისს, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები
წლებია, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს.