

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები გრძელდება.
დღეს, 12 თებერვალს, მოსახლეობასთან შეხვედრები ხუნევის თემის სოფლებში – ხუნევში, გედსამანიაში, ვერტყვიჭალაში, ვერტყვილასა და ბჟინევში გაიმართა.
ამ სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, ხუნევის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე და ხუნევის თემში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კუბლაშვილი.
სოფელ ბჟინევისთვის ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 10 ათასი ლარი, გედსამანიისა და ვერტყვილასთვის – 12-12 ათასი ლარი, ხუნევისა და ვერტყვიჭალისთვის – 16-16 ათასი ლარი.
სოფლის კრებებზე მყოფი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხუნევის თემის სოფლებში შემდეგი პრიორიტეტები შეირჩა:
ხუნევში
გედსამანიაში
ვეტყვიჭალაში
ბჟინევში
ვერტყვილაში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გუშინ, 11 თებერვალს, ხევის თემის სოფლებში შეხვედრებით დაიწყო.
სოფლებში კრებები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 იანვრის #85 განკარგულებით 54 მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 40 830 000 ლარი გამოიყო, მათ შორის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, ისევე, როგორც შარშან, – 890 ათასი ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ პროგრამის თანადაფინანსებისთვის 200 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი