

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, მან 9 328 ხმა (85,949%) მიიღო.
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 18 791 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მათგან საარჩევნო ყუთებთან 11 623 ამომრჩეველი მივიდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმა მისცა 9 328 ამომრჩეველმა, ანუ რეგისტრირებული ამომრჩევლების 49,94%-მა პროცენტმა.
ხარაგაულის მერობის კანდიდატმა პარტიიდან „ძლიერი საქართველო – ლელო“ ინგა მაღრაძემ 1 525 ხმა (14,051%)მიიღო.
წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ეუთო/ოდირის მისია და საქართველოში მოქმედი, არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციები.
ამავე თემაზე
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 37-ვე უბანი გაიხსნა და კენჭისყრა მიმდინარეობს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.
ხშირად ადამიანები მუდმივ დაღლილობას, წონის
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, პოლონეთში,