დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 37-ვე საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა.

კომისიის მდივანი არჩილ ბლიაძე ამბობს, რომ კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, უბნებიდან გადასატანი საარჩევნო ყუთები უკვე გააქვთ.

არჩევნებზე ამომრჩევლებმა უნდა აირჩიონ მუნიციპალიტეტის საკრებულო და მუნიციპალიტეტის მერი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო  35-წევრიანი იქნება. მათგან 20 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, 15 – პროპორციული სისტემით (პარტიული სიით).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის კენჭს ორი კანდიდატი იყრის.

ადგილობრივი თვითმმართვეელობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს პარტიების გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 16:00 საათზე, საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ფოტოზე: კენჭისყრა #48.03 ბაზალეთის საარჩევნო უბანზე

ამავე თემაზე:

#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 20:00 საათისთვის ხმა მისცა ამომრჩეველთა 61,23%-მა

17:00 საათისთვის ხარაგაულში ხმა მისცა ამომრჩეველთა 52%-მა

თბილისში საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირები მივიდნენ

ხარაგაულის მერობის კანდიდატი „ლელოდან“ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო

ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 15:00 საათისთვის ხმა მისცა ამომრჩეველთა 44,19%-მა

ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 12:00 საათისთვის ხმა მისცა ამომრჩეველთა 26,5%-მა

ხარაგაულელები თბილისში საპროტესტო აქციაზე გაემგზავრნენ

ხარაგაულში, 10:00 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 12%-მა მიიღო