
დღეს, 16:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოების ნაწილი მშვიდობიან საპროტესტო აქციას გეგმავს.
ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხარაგაულელები გაემგზავრნენ. რატომ უერთდებიან საპროტესტო აქციას და რა მოთხოვნები აქვთ, – ამ შეკითხვით მათ აქციაზე გამგზავრების წინ მივმართეთ.
თორნიკე ავალიშვილი, – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხარაგაულში: – არალეგიტიმური ხელისუფლება საქართველოში ატარებს არა არჩევნებს, არამედ „რუსულ სპეცოპერაციას“. არ გვინდა, რომ რუსეთის გუბერნია გახდეს ქვეყანა, რომლის თავისუფლებას თავი თაობებმა შესწირეს.
ჩვენ ვუერთდებით აქციას იმისთვის, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს.
ამ დღეების განმავლობაში მიკავშირდებოდნენ ხარაგაულელები ყველა სოფლიდან და დღევანდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ. ბევრმა მოქალაქემ სოფლებში საკუთარი ძალებით დააორგანიზა თბილისში წასვლა.
თემურ მაღლაკელიძე: -ვუერთდები მშვიდობიან აქციას და მშვიდობიან რევოლუციას. არ მინდა რუსული მთავრობა. გვინდა ეროვნული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება.
ქეთევან გიორგაძე: – დღეს ჩემი მსოფლმხედველობის გამომხატველი პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს. მიზანმიმართულად ნადგურდება ოპოზიცია. ნორმალურ ქვეყანაში ყველა პარტია ქვეყნის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს. საპროტესტო აქციაზე ჩემი არჩევანის უფლების დასაბრუნებლად მივდივარ.
დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული.
ამავე თემაზე
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 12:00 საათისთვის ხმა მისცა ამომრჩეველთა 26,5%-მა
ხარაგაულში, 10:00 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 12%-მა მიიღო
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 37-ვე უბანი გაიხსნა და კენჭისყრა მიმდინარეობს
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში, 37 საარჩევნო უბნიდან 16 საარჩევნო უბნის
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში, წინასწარი მონაცემებით,
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 20:00 საათისთვის ხმა მისცა
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 17:00 საათისთვის
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო